გუშინ სოციალური ქსელი მოიცვა ცნობამ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, მარიამ სირბილაძის გარდაცვალების შესახებ.
მარიამი საზოგადოებამ მძიმე სენთან შეუპოვარი ბრძოლით გაიცნო.
მან შეძლო სიმსივნის დამარცხება, თუმცა გუშინ, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.
მის დაღუპვას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„მარიამი სოციალურ ქსელში ხშირად ჰყვებოდა იმ მძიმე დღეებზე, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს, ამხნევებდა ყველას და იტალიაში იმ კლინიკაში მუშაობდა, სადაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა“, – წერენ სოციალურ ქსელში.