„ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე აკრიტიკებს მას საზოგადოების ნაწილი.
„ხშირად მომისმენია, რომ მაკრიტიკებენ იმისთვის, რომ ვარ შეძლებული ოჯახიდან. დიახ, ნამდვილად გამიმართლა, თუმცა ძალიან ბევრს ვშრომობ და ზოგადად, რაც მაქვს წარმატება მიღწეული ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი უზომო და დიდი შრომით მაქვს მიღწეული… მაგრამ, ზოგადად, მდიდარი ადამიანების მიმართ ზიზღის და აგრესიის, ასე ვთქვათ, გაღვივება და დამკვიდრება სუფთა კომუნისტურია, ბოლშევიკური და საერთო არა აქვს არაფერი დასავლეთთან”, – თქვა მან.