მარნეულში ღამით ერთი ადამიანი დაჭრეს.
როგორც ირკვევა,ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ორ ახალგაზრდას შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორე დანით დაჭრა.
არსებული ცნობით, დაშავებული, რომელსაც ხელის არეში მსუბუქი ჭრილობა აქვს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე პირი პოლიციამ დააკავა.