საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ლაშა ჯანიბეგაშვილის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტების ნათია ლაზაშვილის და ლუკა ხაჩიძის წინააღმდეგ.
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი „დადანაშაულებული ადვოკატი – ლაშა ჯანიბეგაშვილს ფსიქოლოგიურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ” ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემა კურიერში, 2021 წლის 05 იანვარს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მის მიმართ არსებული ბრალდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ემსახურება აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:
პირველი – ინფორმაციის სიზუსტე
მესამე – დადასტურებული წყარო
მეხუთე – შესწორება
მეშვიდე – დისკრიმინაცია
მეთერთმეტე – ფაქტის განზრახ დამახინჯება.