ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს” დამფუძნებელი მარიამ საბიაშვილი ორგანიზაციაში შშმ პირებს იწვევს.
როგორც საბიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს თავდაცვის ძალების მოხალისედ ყოფნა უკვე ემიგრანტებსაც შეუძლიათ.
“ჩვენ მალე ყველგან ვიქნებით!
დავიწყეთ ახალი ნაკადების მიღება.. შშმ პირებს და უკვე ემიგრანტებსაც გაქვთ შესაძლებლობა, გახდეთ საქართველოს თავდაცვის ძალების მოხალისეები!
ემსახურე შენს ქვეყანას, ყველგან და ყოველთვის”– წერს მარიამ საბიაშვილი.