ქართველი ემიგრანტების არხის დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც სიხარულიძე წერს, ყველა ინფორმაცია, რაც მის გვერდზე იდება, ემიგრანტების თხოვნით და მათთან შეთანხმებით ქვეყნდება.
მისივე თქმით, 18 წლის განმავლობაში, არხზე, ემიგრანტების დასახმარებლად არაერთი განცხადება გავრცელებულა.
ამასთან, როგორც შოთო სიხარულიძე ამბობს, არხიდან სხვადასხვა ონლაინმედიაში ვრცელდება მის მიერ დადებული პოსტები, ხშირ შემთხვევაში, კი, მისი ატირებული ფოტოთი, რაც საზოგადოების მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს.
„ყურადღება! იძულებული ვარ, სპეციალური განცხადება გავაკეთო!
2024 წლის 11 იანვარს “შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი” ხდება 18 წლის. ამ ხნის მანძილზე, იწერება არხის სახელით სამძიმრის წერილები თუ სხვა სახის ინფორმაციები დაკარგულების შესახებ. ასევე, ვიდეოები და მრავალი გასართობი რამ. ასევე, ვიდეოები ატვირთა შოთო სიხარულიძემ. ასევე, გვწერენ შვილმკვდარი დედები, ჭირისუფლები, რომ გამოვაქვეყნოთ სამძიმრის წერილები. ასევე, გვაწვდიან დასახმარებელ სტატიებს ავადმყოფების და დაკარგულების შესახებ. ყველაფერს ამას გვაწვდიან ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები (ჩვენ არ გვესიზმრება ეს ყველაფერი, სად, რა ხდება)მოკლედ, რისი თქმა მინდა… იძულებული ვარ, ეს განცხადება გავაკეთო. როდესაც რაიმე სახის ინფო იტვირთება, ეს არის არხის სახელით და არა პირადი სამძიმრის წერილი.
ნურავის ნუ ექნება იმის ამბიცია, რომ შოთო სიხარულიძეს პირადი მიზნები ან ინტერესები ამოძრავებს ან რაიმე სახის მიზანი ჰქონდეს.
ასევე, ატირებული ფოტოები აქვთ ამოჭრილი სხვადასხვა ვიდეოებიდან, ბათუმის ტრაგედიიდან და ასევე, სხვა ლაივ ვიდეოებიდან, როდესაც შოთო სიხარულიძე ატირდა. ამას ატრიალებენ მათი რეიტინგისთვის, რომ ალანძღინონ სიხარულიძე.
ჩემს ატირებულ ფოტოებს ნუ ატრიალებენ ფონად სტატიებზე.
არსებობს ჩვეულებრივი ფოტოები და ის დაადეთ, როცა გადაგაქვთ რაიმე სტატია ემიგრანტების არხისგან! ამით ერთგვარ ზიზღს იწვევენ და აზიზღებენ ხალხს სიხარულიძის ატირებული ფოტოებით. ხალხიც ვერ ხვდება, რატომ ტირის სულ ეს კაციო… არადა შოთო სიხარულიძე არაფერ შუაშია, ამას აკეთებენ სხვები!”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.