„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„15 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 დეკემბერს 11:00 საათიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
რუსთაველის გამზ. N13-31 (კენტებს), თაბუკაშვილის N 25-51 (კენტებს), N 30-48 (ლუწებს); ვასო აბაშიძის, შოთა მესხიას, კვალის და გია ჭანტურიას ქუჩებს, სტამბას ჩიხს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.