„მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკულ მუსიკალურ კონკურსს, Voice-ს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ქართველმა კონკურსანტმა საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა.
“მადლობა Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის! მადლობა ნაილს(პროექტში ნინის მწვრთნელი), რომ ხართ საუკეთესო მწვრთნელი და მეგობარი! და მადლობა ყველას სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება! მიყვარხართ”, – წერს ნინი.
“ფინალი ნინის გარეშე იქნება, მაგრამ ჩემი დაიკო მაინც ყველაზე კარგია” – წერს ნინის ძმა ბესო ბრეგვაძე, რომელიც დღეს ambebi.ge-ს რესპონდენტია…
ბესო ბრეგვაძე:
– თბილისში დავიბადე და გავიზარდე, წელიწად ნახევრით ვარ ნინიზე უფროსი. ბავშვობიდან ვმღეროდი, ნინი კი მისმენდა ხოლმე, დამყვებოდა მოსწავლეთა სასახლეში. ბოლოს ისე მოხდა, რომ მე აღარ ვმღერი და ნინი მღერის. ოჯახში ხელოვანი არავინ არის, მაგრამ ყველას აქვს მუსიკალური სმენა. მე ძირითადად ქართულ ფოლკლორს ვმღეროდი. ნინის არც პედაგოგი ჰყოლია, კომპიუტერთან იჯდა ხოლმე და ისე მღეროდა. 12 წლის იყო, როდესაც თქვა, რომ ამერიკაში წავიდოდა. მაშინ გაგვეღიმა, ვუთხარით, წადი…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.