ზესტაფონში, პენსიონერი ფატიმა ხიჯაკა შიმშილობას განაგრძობს. ის უკვე მეორე დღეა, საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და ღამეს ზესტაფონის მერიის მისაღებში ათევს.
მოშიმშილე ქალის თქმით, ავტობანის მშენებლობის გამო მას სახლი ენგრევა და ყურადღებას არავინ აქცევს.
60 წლის ქალი ამბობს, რომ მარტო ცხოვრობს და ნებისმიერ წუთს შეიძლება ნანგრევებს ქვეშ აღმოჩნდეს. ავტობანის მშენებელმა კომპანიამ მას დახმარებაზე უარი უთხრა.
ავტორი
ირაკლი ვაჩიბერაძე