ცნობილი ხელოვნებათმცოდნის და ბლოგერის ანასტასია სოსნოვსკაიას ოჯახში ტრაგედია მოხდა, რომელმაც შეძრა საზოგადოება. ახლა ის გულახდილად საუბრობს ტრაგედიაზე, რომ ყველამ გაითვალისწინოს ეს შემთხვევა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ოჯახმა ახლა მიიღო სასამართლო ექსპერტიზის პასუხი, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სიკვდილის მიზეზი – ბავშვს აბაზანაში აიფონი ჰქონდა შეტანილი, რომელსაც ტენიდა და სავარაუდოდ, სველი ხელიდან გაუვარდა, და დენმა დაარტყა.
“ის 12 წლის იყო. სავსებით ჯანმრთელი, ბედნიერი, დიდი გეგმებით… 40 წუთი ვუტარებდით რეანიმაციას, მაგრამ ვეღარფერმა უშველა. და ვერ ვხვდებოდით, რა მოხდა… პატარა აიფონი 4ს, რომელსაც მალე უჯდებოდა ელემენტი, წამით დაეცა მუცელზე. მოასწრო მისი იატაკზე გადმოგდება, მაგრამ უკვე გვიან იყო…” – ყვება ბავშვის დედა.
ანასტასიამ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რათა დაიცვას სხვა ადამიანები ამ საბედისწერო შეცდომისგან.
“მინდა, ყველა ადამიანმა იცოდეს: დიახ, ამით კვდებიან. სამუდამოდ აუკრძალეთ ბავშვებსაც და საკუთარ თავსაც ტელეფონის აბაზანაში შეტანა. ბავშვებს – არასოდეს არ დართოთ ნება, არც ერთი მიზეზით”.
ქალმა აღიარა, რომ ადრე ამაზე არასოდეს არ დაფიქრებულა. თუმცა შემდეგ იმდენი საბედისწერო შემთხვევის შესახებ წაიკითხა, გაოგნებული იყო. მანამდე, სანამ ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გაცხადდებოდა, ბლოგერმა ინსტაგრამზე დაპოსტა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილის მიმართ გამოვლენილი ემოციები, მისი ჩახუტება და კოცნა:
“ყოველთვის ძილის წინ აკოცეთ შვილებს. შეიძლება ვმუშაობთ, ვიღლებით, ვბრაზობთ, კინოს ვუყურებთ, გვიან მოვდივართ სახლში… მაგრამ ეს ძალიან მარტივი რამაა – უბრალოდ აკოცეთ ბავშვებს ძილის წინ… არავინ იცის, რა იქნება დილას, ან ღამით… მე ვმუშაობდი, როცა ის დაწვა დასაძინებლად და ეს არ გავაკეთე. დილას კი ვეღარ მოვასწარი… ახლა მაგაზეც იმდენს ვდარდობ…”