რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ქეთა თოფურიამ საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა.
news.ru-სთან ინტერვიუში მან უარის თქმის მიზეზზე ისაუბრა.
„ახალ წელს არ ვმუშაობთ. მილიონი წელია, მე ვცდილობ ამის მიღწევას. ვფიქრობ, საახალწლო დღესასწაული ოჯახური დღესასწაულია. სიმართლე გითხრათ, მეზიზღებოდა ახალი წელი. ახლა კი შვილები მყავს და ისინი აღმერთებენ აღმერთებენ, ელოდებიან ახალ წელს და დედა სადმე კონცერტზე წავიდეს – ეს არ უნდა იყოს სახალისო. მივხვდი, რომ ბავშვებისთვის ეს რაღაც სასწაულია, დღესასწაულია და ამ ყველაფერს ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა თოფურიამ.
