ახლახანს ცნობილი ქართველი მწერალი, ზურაბ ქარუმიძე, გარდაიცვალა.
ქარუმიძე 1957 წელს, თბილისში დაიბადა. არის რამდენიმე ცნობილი რომანის ავტორი.
მას ეკუთვნის „ღვინომუქი ზღვა“, „მელია ტულეფია“, „ჯაზის ცხოვრება“, „ჯაზის ყვავილობა“, „დაგნი, ანუ სიყვარულის აღაპი“ და სხვ.
ზურაბ ქარუმიძემ 2012 წელს გაიმარჯვა „საბას“ ნომინაციაში „საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება”.
