მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ლელა წურწუმიას საავტოტო გადაცემას – „მხოლოდ ლელასთან“ – ესტუმრა.
მან ბევრ საკითხთან ერთად, გარდაცვლილი მეუღლის შესახებაც ისაუბრა.
„სიმართლე რომ ითქვას, იდეალურ და ჰარმონიულ ურთიერთობას ვერ დავარქმევდი. ჩემი სიყვარული კი იყო უსაზღვრო და უსაზღვროდ რჩება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვკამათობდით და ვჩხუბობდით კიდეც. გვქონდა რთული პერიოდები. ხან მე დავუთმე, ხან მან..
4 წელი გავიდა, რაც გარდაიცვალა… თვლიდა, რომ შემეძლო, გადამერჩინა. ექიმები მეუბნებოდნენ, ვერ გადავარჩენთო, მაგრამ მე ვეუბნებოდი, ამას ნუ ამბობთ, მჯერა, რომ გადავარჩენ-მეთქი“, – თქვა ფეტვიაშვილმა.
