“საზიზღარი, გულისამრევი ვიდეოა” – ამის შესახებ მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ ისაუბრა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში მივიდა.
“გულისამრევი და საზიზღარი ვიდეომონტაჟი ვნახე საკუთარ თავზე. ამას ასე ვერ დავტოვებდი. ვიდეოს ნახვის შემდეგ პროფესიონალებს დავუკავშირდი და მათ მითხრეს, რომ არც ძალიან პროფესიონალურ დონეზე დამოტაჟებული ვიდეოა, მაგრამ არც სამოყვარულო.
საზიზღარი, გულისამრევი ვიდეოა. სადაც ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული, ასევე ჟღერდება ჩემი სახელიც.
კარგად არის დამონტაჟებული. წარმოდგენაც კი არ მაქვს ვინ შეიძლება იყოს ასეთი ავადმყოფი და ბოროტმოქმედი. მე საკმარისი ძალა მოვიკრიბე და ამას მივიყვან ბოლომდე” – თქვა ჟურნალისტებთან მომღერალმა.
