მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“დღეს და ხვალ საქართველოში კვლავ ორი განსხვავებული ამინდის პირობები გვექნება.
ერთი მხრივ, დასავლეთში გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 11 და 12 დეკემბერს +17, +19 გრადუსს მიაღწევს, მეორე მხრივ კი აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება ცივი, წვიმიანი და ნაცრისფერი ამინდი, ტემპერატურა +8, +10 გრადუსი.
ოთხშაბათს სიტუაცია შეიცვლება: დასავლეთში გაწვიმდება, აღმოსავლეთში კი უნალექო ამინდი იქნება.
მოკლედ ამინდის ზამთრისეული არეულობა გვაქვს სახეზე, რაც არ გვავიწყებს, რომ სეზონურად ყველაზე ცივ პერიდოში ვიმყოფებით.
გისურვებთ სასიამოვნო დღეებს.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”
