ხალხური მედიცინა წიწმატს უხსოვარი დროიდან იყენებს, როგორც ორგანიზმის იმუნიტეტის გამაძლიერებელ და ანთების საწინააღმდეგო, ასევე შარდმდენ, ამოსახველებელ, დამამშვიდებელ, ანტისკლეროზულ საშუალებას.
✔️წიწმატი აუმჯობესებს მადას, აწესრიგებს მონელების პროცესს, დევნის ტოქსინებსა და შლაკებს და არეგულირებს სისხლის წნევას.
წიწმატს ანტიოქსიდური თვისებები აქვს, უხდება დეპრესიულ მდგომარეობას და აუმჯობესებს ძილს.
✔️წიწმატი თვალის დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებაა. მისი რაციონში ჩართვა თავიდან აგვაცილებს კატარაქტის წარმოქმნის ალბათობას. სამედიცინო კვლევების თანახმად, წიწმატს შეუძლია, შეაჩეროს სიმსივნური დაავადებების სწრაფი განვითარების პროცესი.
✔️წიწმატი დამხმარე საშუალებად გამოიყენება პროსტატისა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას. თანამედროვე მედიცინამ მასში სისხლის უჯრედების მთლიანობის უზრუნველმყოფი ნივთიერებები აღმოაჩინა – შესაბამისად, მისი გამოყენებისას სისხლის კიბოს განვითარების ალბათობა საგრძნობლად ქვეითდება.
✔️თუ წიწმატს ყოველდღიურად მივირთმევთ, ძილი გაგვიუმჯობესდება და სტრესის დამანგრეველი გავლენა შემცირდება, რაც ძალიან დაეხმარება ჩვენს ემოციურ მდგომარეობას.
✔️წიწმატის ფოთლებით ხალხური მედიცინა დამწვრობებს, კანის დაავადებებს, ჭრილობებსა და წყლულებს მკურნალობს.
✔️ის რეკომენდებულია გაციების, განსაკუთრებით კი, ბრონქიტისა და მდგრადი ხველის დროს, ასევე, ნაღველკენჭოვანი დაავადებებისა და სახსრების ტკივილისას.
✔️პაროდონტოზისა და კბილების სხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, საჭიროა ყოველდღიურად მივიღოთ ქორფა წიწმატი.
✔️წიწმატისა და მცენარეული ზეთის გამოყენებით დამწვრობის მალამოს ამზადებენ, რომელსაც, ასეთივე წარმატებით იყენებენ ცხიმგროვების, მეჭეჭების დროსაც:
მალამოს დასამზადებლად 3 სუფრის კოვზი წვენი და 50 გრამი ზეთი ერთმანეთს კარგად შეურიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შესაძლებელია ოდნავ შეთბობა.
ნაყენის დასამზადებლად აიღეთ 30 გრამი ქორფა ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ ერთი ჭიქის ოდენობით დღეში ორჯერ.
✔️ეფექტურია ახალი ყვავილისა და ფოთლების ნახარში. აურიეთ ახლად მოკრეფილი ნედლეული, 20 გრამს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 30 წუთი. შემდეგ გააგრილეთ (ისე, რომ აბაზანიდან არ გადმოდგათ, უბრალოდ, გამორთეთ გაზი). მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
✔️შაქართან ერთად გასრესილ წიწმატის ფოთლებს იყენებენ პოდაგრის, რევმატიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, კუჭისა და შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროს.
✔️წიწმატის ფესვების ნახარშს, ნაყენსა და ქორფა ფოთლების წვენს იყენებენ ასციტის (მუცლის წყალმანკი), სურავანდის, შაქრიანი დიაბეტის, კოლიტების, ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული კატარის დროს.
წყარო:თბილისელები