ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
„რა მინერალებიც არ უნდა ატაროს ადამიანმა, აი, რა ძვირფასი ქვებით, პატარა პირამიდებითა და ბროლის სფეროებით აივსოს ჯიბე-უბე, თუ საქმე კრეტინებთან აქვს, თვითონ გამოკრეტინდება.
დასტურ ასე იქნების და წვეთი წყალი არ გაუვა ამ ამბავს.
ამიტომ, კარგი ადამიანები ეძებეთ, ვის გვერდზეც გონება „გეხსნებათ“, გული გიყვავილდებათ და ძალა გეძლევათ.
რად უნდა ამას ძოწი, ამეთვისტო და აქატი.
ადამიანია – ყველაზე დიდი ძვირფასი ქვა, ჩემო ძვირფასებო.“