სასულიერო პირი პეტრე კოლხი სოციალურზე ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ადამიანები დადიან ტაძარში, აღმერთებენ საკუთარ მოძღვრებს და სძულთ სხვა დანარჩენი. რომ იკითხო, მორწმუნეენი არიან, სინამდვილეში, ეს დამახინჯებული სულიერება კერპთაყვანისცემა უფროა, ვიდრე მართლმადიდებლობა…
ჩვენ ყველას ერთი მოძღვარი გვყავს და ის უფალია, რომელიც გვეუბნება, მთავარი მცნება აღასრულეთ და გადარჩებითო… დიახ, მთავარ მცნებად სიყვარული დაასახელა.
გიყვარდეს შენი მოძღვარი და გძულდეს სხვა დანარჩენი, არ არის იესოს მოძღვრება… ესე იგი იმ ერთისგან კერპი შექმენი და მსხვერპლად ეწირები, ცდილობ შეწირო სხვა დანარჩენი სამყაროც…
მართლმადიდებლობა კერპების მსხვრევა და ყველას სიყვარულია…
იმ მოძღვარშიც იესოა, ვინც გიყვარს და იმაშიც, ვინც შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ არც უნდა გძულდეს…
სულიერებას და ზოგადად, რელიგიას ყველაზე მეტად არასწორი მართლმადიდებლები მტრობენ…“, – აღნიშნულია პოსტში.
