საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კვიპროსის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია თათია შარანგიას გადაცემა „სთორს“ ესტუმრა.
მან ბევრ საკითხზე გულწრფელად და ემოციურად ისაუბრა.
ქეცბაიამ გაიხსენა ერთი ისტორია, რომელის მის სპორტულ ინტერნატში ჩარიცხვასა და ამასთან დაკავშირებით, მამის ქმედებას ეხება.
„ – მე-6 კლასში ვიყავი, როცა თბილისში, სპორტულ სკოლა ინტერნატში ჩამიყვანა მამაჩემმა. იქ სინჯები იყო, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინე, მაგრამ გარკვეული თანხა იყო გადასახდელი… მაშინ მამაჩემს ჰყავდა მოტოციკლეტი, რომელიც შვილივით უყვარდა და მოუწია ამ მოტოციკლეტის გაყიდვა…” – თქვა მან.
