“ღამის შოუს ბენდის” წევრებმა, ბაბი კირკიტაძემ და თათა გიორგობიანმა გადაცემაში “სიკეთე მარტივია” საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრეს.
ბაბი კირკიტაძემ განმარტა, რომ სანამ წარმატებას მიაღწევდა, ბევრი იშრომა: “საკმაოდ, პატარა ვიყავი, 18 წლის, როცა რესტორანში ვმღეროდი, ფლაერებიც დამირიგებია ქუჩაში, ამაში არაფერია სათაკილო. მიმტანობაც მიცდია, მიმუშავია. რესტორნის მენეჯერიც ვყოფილვარ. ამასობაში, 18 წლიდან რესტორანში სიმღერაც დავიწყე. იმაზეც მომიწია ფიქრი, რომ ყოველი თვის ბოლოს ქირა იყო გადასახდელი და ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ამაზე მეც ვიყავი.მერე ფეისბუკზე ვნახე განცხადება, რომ ეძებენ გოგონას შოუსთვის, ბოლოში ეწერა, რომ სასურველია ჰქონდეს სიმღერის ნიჭიც. ამ ფრაზის გამო გადავწყვიტე მეცადა ბედი” – ამბობდა ის.