„1916 წელს ქართულ გაზეთში, “სახალხო ფურცელი” ცნობა გამოქვეყნდა: “დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ “პორტუგალზე” დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადი მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა“.
ანა ანდრონიკაშვილი ქართველი მოწყალების და იყო, რომელიც მცურავ ჰოსპიტალ “პორტუგალზე” დაიღუპა. ის გერმანულმა წყალქვეშა ნავმა 1916 წლის 30 მარტს ქალაქ რიზესთან ჩაძირა. ანა (ანეტა) ანდრონიკაშვილმა თავისი მაშველი რგოლი სხვას დაუთმო.
ანეტა ანდრონიკაშვილი 1891 წელს, სოლომონ ანდრონიკაშვილისა და ნადეჟდა ერისთავის ოჯახში დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოწყალების დების კურსებზე შევიდა და წმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო სამსახური. ომში თავისი სურვილით წავიდა და მოწყალების დად მცურავ ჰოსპიტალ “პორტუგალზე” მსახურობდა…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.