„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს 11:10-დან 18:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ძველი ქანდა, ქსანი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, ქვეშეთი, კობი, სეთურნი და მიმდებარე სოფლებში.
