ნაკიან წელიწადში თებერვალი 29 დღე-ღამისგან შედგება. ახალი სტილით ნაკიანად ითვლება ყოველი წელიწადი, რომელიც იყოფა 4-ზე, გარდა იმ წლებისა, რომელთა ნომერი, თუმცა დაბოლოებულია 2 ნულით, უნაშთოდ არ იყოფა 400-ზე (მაგ., 1800, 1900, 2100). ნაკიანი წელიწადის არსებობა, ანუ ერთი დღის დამატება, საჭიროა იმიტომ, რომ მარტივი (365 დღიანი) წელიწადი არ შედგება ზუსტად 365 დღისგან, არამედ 365 და დაახლოებით ერთი მეოთხედი დღისგან, ამიტომაცაა ნაკიანი თითქმის ყოველი მეოთხე წელიწადი.
რატომ ითვლება ნაკიანი წელიწადი უარყოფითად?
ყველაფერი აღმოსავლური კულტურიდან მოდის, რომელშიც რიცხვი ოთხი შეესაბამება „სიკვდილს“. გარდა ამისა, ბევრი დარწმუნებულია, რომ ამ დროს სამყარო მოითხოვს კარმის განწმენდას. ასე რომ, თუ წარსულ ცხოვრებაში ადამიანმა ბევრი ცუდი საქციელი ჩაიდინა, მაშინ ნაკიან წელს ამის გადახდა მოუწევს. ზოგ კულტურაში ფიქრობენ, რომ ამ პერიოდს მხოლოდ უსიამოვნებები მოაქვს.
რა არ უნდა გააკეთოთ ნაკიან წელს
გათხოვება – ითვლება, რომ ამ პერიოდში დადებული ყველა ალიანსი ხანმოკლე იქნება. უფრო მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში საქმე სწრაფ განქორწინებას ან ჩხუბს კი არ ეხება, არამედ უფრო სერიოზულ შედეგებს – მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლის მძიმე ავადმყოფობას ან სიკვდილს.
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – უკვე მიხვდით, ამ პერიოდში ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დაგეგმვა არ არის რეკომენდებული. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა კი სერიოზული საკითხია. თუ ნაკიან წელს შეიცლით საცხოვრებელ ადგილს, პირად ცხოვრებაში უსიამოვნება გელოდებათ.
არ ჩაიტაროთ ოპერაცია – ითვლება, რომ თუ ამ პერიოდში დაგეგმილი გაქვთ სერიოზული ოპერაცია, აუცილებლობის შემთხვევაში კარგი იქნება, რომ გადაიდოს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევებში, როდესაც პრობლემა მოითხოვს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას, უმჯობესია არ გადადოთ იგი.
როგორ მოვიზიდოთ იღბალი ნაკიანი წლის განმავლობაში
გაასუფთავეთ თქვენი კარმა – დაფიქრდით ყველაფერზე, რაც გასული პერიოდის განმავლობაში დაგემართათ და ახლა იფიქრეთ იმაზე, თუ რა გსურთ სინამდვილეში. გაანალიზეთ თქვენი ქმედებები და სიტყვები და გადაწყვიტეთ რისი შეცვლა გსურთ. ნუ დაგავიწყდებათ რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმის გაკეთება.
წყარო: marao.ge