აქტივისტი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გული გაუჩერდაო სავადმყოფოში როცა გადაიყვანეს და ცუდად იყო… მეტი არაფერი ვიცი ექსპერტიზა დაადგენს..
აუტოფსიას უკეთებენ ამ წუთებში და დადგინდება სწორი მიზეზი..
შვილების ნახვა და ჩახუტებაც ვერ მოასწრო💔💔💔
ფოტოზე იტალიაში ქალაქ ბარში გარდაცვლილი ნინო ბაიაშვილი შვილებთან ერთად…. რომელიც 7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა…
საცოდავი ემიგრანტი
დედები,თავგანწირული დედები😓😓ყოველი ღამე რომ შვილებთან შეხვედრის და ჩახუტების იმედით რომ იძინებენ ის დედები😓😓😓😓😓
გაყინულ დედას ჩაეხუტებიან მალე… არცერთი ემიგრანტი დედა არ უნდა კვდებოდეს უცხო მიწაზე ამდენი წლის უნახავი შვილები გაყინულს რომ ჩაიხუტებენ იმ ემიგრანტ დედას რომელიც ენატრებოდათ… რა უნდა უთხრა რითი უნდა დაამშვიდო ეს ბავშვები…😭😭😭
როგორ მტკივა თქვენი ტკივილი და არმემეტებით ამ სიმწარისთვის..💔ამდენი წლის უნახავი დედა და გაჩერებული დრო💔💔💔💔😥😥
უფალო, დაიფარე ყველა ემიგრანტი!
ყველა ემიგრანტის ღიმილი ყალბია, ვისაც უგრძვნია ემიგრანტობა, ვინც შვილებთან სიშორის გამო ცრემლი იგემა, ვინც წლობით ნატრული მშობლები, ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები დაკარგა, მხოლოდ ის გაიგებს მათ გულისტკივილს, თუ რამდენი დარდი და მწარე ფიქრია მათ გონებაში ჩაქსოვილი… ყოველ დილით ცრემლით დასველებული ბალიშიდან დგებიან და ღმერთს მადლობას წირავენ, რომ კიდევ ერთი დღე გაუთენა… ასეთი ყოფილა ემიგრანტის ბედი და ხვედრი, უნდა გაუძლონ ყველა გაჭირვებას ,ყველა დამცირებას, იმიტომ, რომ ზურგს უკან მათი შვილებია. ამიტომ ყველა ემიგრანტი დეპრესიის სენით არის დაავადებული. საქართველოში ჰგონიათ, რომ ია-ვარდით არის მოფენილი უცხო მიწაზე ცხოვრება. ვისაც ემიგრანტობა და შვილების მონატრება არ განუცდია, მათთვის უაზროა ახსნა-განმარტება რის ფასად უჯდებათ ეს ყველაფერი. სხვის საქმეში სხვა ყოველთვის ბრძენია.
ხშირად მიფიქრია, რომელი სჯობია ასეთი წვალებით ნაშოვნი ფული, უდედოდ გაზრდილი შვილები, თუ მათი სამშობლოში შვილებთან ერთად მშიერი ყოფნა?.. მიუხედავდ ყველაფრისა მინდა ვუსურვო ყველა ემიგრანტს სამშობლოში დაბრუნება ჩახუტება სითბო და სიყვარული თავიანთ საყვარელ ოჯახებთან ერთად…“, – აღნიშნულია პოსტში.
