TV25.GE-ს ცნობით, ბათუმში, ავტომობილში 70 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. შემთხვევა დღისით, კახაბრის დასახლებაში მოხდა.
აღნიშნულ მედიას თვითმხილველი უყვება, რომ ქალი მანქანაში ოჯახის წევრმა იპოვა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაიგვიანა, რის გამოც, მოქალაქე კლინიკაში თავად წაიყვანეს. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის დაწესებულებაში შეყვანიდან, რამდენიმე წუთში დაიღუპა. მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
