მასწავლებელი თამილა სვანაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, პირველი პენსიით მოსწავლეებს და მეზობელ ბავშვებს ტკბილეული უყიდა.
„ვაშააა!!!
როცა მასწავლებელმა პირველი პენსია უკვე დახარჯა!😊👏
ალბათ ყველა პენსიონერს უფიქრია, რა ეყიდა პირველი პენსიით, ლამაზი და დასამახსოვრებელი. დიდება უფალს, მე ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია. მოვიფიქრე ისეთი რამ,რაც ყველაზე მეტად მიესალბუნება ჩემს სულს და გულს. იდეა გია ბაბუას გავუმხილე, სიხარულით დამთანხმდა.❤️❤️
ჩემი მე-9 კლასელები,
ჩემი მე-5 კლასელები,
ჩემი პირველკლასელები სულ 80 მოსწავლე ამჟამად სკოლაში, პლუს მეზობლის 29 ბავშვი. პირველი პენსია სწორედ მათთვის გავანაწილე.
გემრიელად მიირთვით ჩემო ძვირფასებო! ❤️❤️
ლაშასაც შეხვდა ყვავილები და საყვარელი ლუდი,,ქარვა”.
❤️❤️
მუდამ თქვენზე მზრუნველი თამილა მასწავლებელი და
გია ბაბუა გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.
თქვენ გაგიმარჯოთ!
ლაშას გაუმარჯოს!
❤️❤️❤️
ბედნიერი ვარ,რომ ეს მომაფიქრდა. ამიტომ გიზიარებთ ჩემს სიხარულს.
ღმერთმა ყველა მშვიდობიანად,საინტერესო და შინაარსიანი ცხოვრებით მიგიყვანოთ საპენსიო ასაკამდე. არც ისე საშიში ყოფილა.😁ამის იქითაც მრავალი ლამაზი წელი გეცხოვროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად“, – აღნიშნულია პოსტში.
