გალა-დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო გოლისთვის დაწესებული პრიზი გადასცეს., ჯილდოზე ქართველი ფეხბურთელის გვარი შეცდომით დააწერეს, თანაც ორი შეცდომა დაუშვეს – Khvicha K’varatskheila. ცხადია, გვარში აპოსტროფი საჭირო არ იყო და გარდა ამისა, დაბოლოებაშიც სერიოზული შეცდომაა დაშვებული, რადგან წერია არა კვარაცხელია, არამედ კ’ვარაცხეილა…
იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ძილიანი გამოეხმაურა ამ შეცდომას, რომელმაც ორგანიზატორები გააკრიტიკა:
“ქართველ ჩემპიონს, გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორს და ნამდვილ ვარსკვლავს, ასევე სერია A-ს ნამდვილ “რევოლუციონერს”, უპატივცემულოდ მოექცნენ. ეს მეტყველებს რა დონეზე დავეცით: საუკეთესო ფეხბურთელს დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცეს პრიზი, რომელზეც მისი გვარი ორი შეცდომით ეწერა. ჩვენ ვიმსახურებთ, რომ კვარაცხელია პრემიერლიგაში, რაც შეიძლება მალე წავიდეს”, – დაწერა ძილიანიმ სოციალურ ქსელში.