დედამიწა 5 რიცხვიდან გადადის პოზიტიურ ენერგოველში, რაც გაზრდის ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის, გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება იგი.
ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ითხოვს ყურადღებას, ორშაბათს, 4 დეკემბერს, სიყვარულის მმართველი პლანეტა გადადის მორიელის ნიშანში, რაც გააძლიერებს ურთიერთობებში ვნებას. ასევე გააძლიერებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ინტუიცია. ასევე გაღვივდება სარკასტული დამოკიდებულებები და პირდაპირობა, ასევე ეჭვიანობა.
6 რიცხვი – პლანეტა ნეპტუნი ასწორებს თავის მოძრაობას, რაც ძალიან კარგია. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენი სურვილები განვახორციელოთ და შესაძლებელი იქნება ახალი სულიერი მოძღვრების პოვნა. გაძლევთ საშუალებას, რომ შემოქმედებითად წარმოაჩინოთ თავი.
კვირის პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:
ვერძი – ეს კვირა კარგია ვერძებისთვის. ჯანმრთელობის მხრივ და ასევე ფსიქოლოგიურად სტაბილურდება ეს ნიშანი, ამიტომ განწყობა და ოპტიმიზმი უმჯობესდება. საქმიანი საშუალებები კარგად შეუძლია წარმოადგინოს. ახალი იდეების, ახალი გეგმების დასახვისთვის კარგი პერიოდია. შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი იდეები პარტნიორებთან, კოლეგებთან.კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, იქნება ეს სტაჟირება უცხოეთში ან რაიმე სხვა საქმიანობა. ყველაზე კარგი თქვენთვის იქნება 7 დეკემბერი, არ ვარგა 4 და 9 დეკემბერი.
კურო – ეს ნიშანი ცოტა მოდუნებულია. პერიოდი არ არის ცუდი, გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობები მაინც არის, კვირის მეორე ნახევრიდან უკეთესია. მეტი შანსებია, უფრო მშვიდად იგრძნობს ეს ნიშანი თავს. ცოტა ცდუნებები მოიმატებს. ზოგჯერ კარგად მოუფიქრებელი მოქმედებებიც შეიძლება წამოიწიოს წინა პლანზე, რაც შეიძლება გახდეს შეცდომების საწინდარი. კურომ შეიძლება არამიზნობრივად დახარჯოს ფული, ამიტომ მოუსმინეთ გამოცდილ ადამიანებს. კარგი იქნება, თუ ენას კბილს დააჭერთ თქვენი გეგმების შესახებ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 5 და 10 დეკემბერი. არ ვარგა 7 დეკემბერი.
ტყუპები – თქვენ შეგიძლიათ ამ კვირაში კარგად წარმოაჩინოთ მონაცემები. კომუნიკაბელური ხართ. ინიციატივის გამოვლენის უნარი, საქმიანობა – ეს ყველაფერი თვალშისაცემი გახდება, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ აქტიური თანამშრომლობა თქვენს პარტნიორებთან. მართალია ზოგჯერ შეიძლება პარტნიორთან მოქმედება არ მოგეწონოთ, მაგრამ შეიძლება საერთო ენაც ვიპოვოთ. საუკეთესო დროა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. ყველაზე კარგია თქვენთვის 8 დეკემბერი, არ ვარგა 5 და 10 დეკემბერი.
კირჩხიბი – ჯანმრთელობის და საქმიანობის კუთხით არ არის ეს პერიოდი სტაბილური. ზოგიერთი გეგმა შეიძლება ისე არ განხორციელდეს, როგორც გსურდათ. შეიძლება იმედგაცრუებაც გამოიწვიოს ამან თქვენში. მოიმატებს ფინანსური ხარჯები. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას და დელიკატური იყავით მეტად კოლეგებთან. ყველაზე კარგია თქვენთვის 4 და 9 დეკემბერი, არ ვარგა 7 დეკემბერი
ლომი – ლომისთვის ეს პერიოდი მთლიანობაში კარგია. ეს ის პერიოდია, როცა ურთიერთობებს დაალაგებთ. აღსავსეა ლომი ინიციატივით. გეძლევათ საშუალება ზოგიერთი პრობლემა გადაწყვიტოთ. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა თქვენი სურვილი არ იქნება გათვალისწინებული. შეიძლება ჩაერთოთ ახალ რომანტიულ თავგადასავლებში. კარგია თქვენთვის 8 დეკემბერი და არ ვარგა 6 და 10 დეკემბერი.
ქალწული – ქალწულთან ენერგოტონუსი დაბალია. ამიტომ შრომისუნარიანობაც დაბალია. უმჯობესია ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ. ბევრი საქმე გამოიწვევს გადაღლას და თქვენს გაღიზიანებას. უმჯობესია მემკვიდრეობითი საკითხები არ გადაწყვიტოთ. ჯობს გამოავლინოთ დიპლომატიურობა. პოზიტიურია თქვენთვის 4 და 9 დეკემბერი, არ ვარგა 7 დეკემბერი.
სასწორი – არასტაბილურია ეს პერიოდი. ჯანმრთელობა მდგრადია. კვირის პირველ ნახევარში წინა კვირის ნეგატივს ჯერ კიდევ იგრძნობთ, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა ურთიერთობებში. უსამართლობის გამოვლენა ან თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვევს თქვენი მხრიდან პროტესტს, რაც შეიძლება გახდეს კონფლიქტის მიზეზი. პოზიტიურია თქვენთვის 8 დეკემბერი, არ ვარგა 6 და 10 დეკემბერი.
მორიელი – ენერგოტონუსი მცირდება, ეს შეამცირებს თქვენს საქმიანობას. ეს პერიოდი საინტერესოა რომანტიკული თავგადასავლებისა და შეხვედრებისათვის. ეს პერიოდი ხელს უწყობს ძველი საქმეებიდან ფინანსების მიღებას. შეიძლება თქვენვე აღმოაჩინოთ ახალი ფინანსური წყარო. კარგია თქვენთვის 5 და 10 დეკემბერი, არ ვარგა 8 დეკემბერი
მშვილდოსანი – ახლა თქვენი დროა. ეს ნიშანი ყველაზე აქტიური, იღბლიანია. ეს არის თქვენი სულიერი განვითარების პერიოდი. შეგიძლიათ გრანდიოზული გეგმები დასახოთ და როგორც ლიდერმა, კარგად წარმოაჩინოთ მონაცემები, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც, კარგია თქვენთვის 7 დეკემბერი, არ ვარგა 5 და 9 დეკემბერი.
თხის რქა – იყავით ფრთხილად და ყურადღებით წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გეწყებათ, არავითარი კონფლიქტები და საქმეების გარჩევა, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით. კარგია თქვენთვის 6 და 10 დეკემბერი, არ ვარგა 8 დეკემბერი.
მერწყული – აი, ვინ გაიხარებს, ის რაც ყველაზე მეტად გიყვართ – თავისუფლება, სწორედ ეს პერიოდი იწყება ახლა. თქვენი იდეები იქნება არნახულად საინტერესო. ყველაზე კარგია თქვენთვის 7 დეკემბერი, არ ვარგა 4 და 9 დეკემბერი.
თევზები – ორი ვარიანტი აქვთ – პირველი – ჯანმრთელობა სუსტდება, ზოგიერთი მათგანი შეიძლება მელანქოლიური მდგომარეობაში გადავარდეს, ამიტომ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. თუმცა საქმიან სფეროში გაქვთ წარმატების შანსი, შესაძლოა, ახალი სამსახურის პერსპექტივის წინაშე დადგეთ. კარგია თქვენთვის 6 და 10 დეკემბერი, არ ვარგა 8 დეკემბრის დღე.