ორშაბათი
მოიმატებს ენერგია. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, თმის შეჭრა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. ატარეთ ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ბეჟი მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ზურმუხტი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ნაწლავთა სისტემა.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
აქტიური მოქმედების დღეა. არ ვარგა ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, საფინანსო-საბანკო ოპერაციები. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაწლავთ სისტემა, ელენთა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, მცენარეების დარგვა გადარგვა, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ნარინჯისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, ბეჟი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი ან ლაზურიტი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაწლავთა სისტემა, ელენთა, თირკმელები, ყელი.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტურია დღის პირველი ნახევარი
კარგია კოსმეტიკური პროცედურები, ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა, ექიმებთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება. არ ვარგა მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი ,აკვამარინი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
პარასკევი
კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია, კოსმეტოლოგიური პროცედურები. მოერიდეთ მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, ბეჟი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრონი ან საფირონი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
შაბათი
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არ ვარგა სესხის აღება. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ოპალი, ქრიზოპრაზი, ტოპაზი, ობსიდიანი ან იასპი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
ტრავმულ-ავარიული დღეა, იყავით ფრთხილი. მოერიდეთ მგზავრობას, ადგილსამყოფლის შეცვლას, ვალის აღებას. კარგია კოსმეტოლოგიური პროცედურები, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, წითელი, შავი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ონიქსი, ზურმუხტი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
წყარო:თბილისელები