საქართველოს პროკურატურა საგარეჯოს რაიონში მომხდარი მკვლელობის შესახებ საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს.
„ 🔵 საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
➡️ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ნ.დ.-მ მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება. აღნიშნულის გამო 28 ნოემბერს, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლის ოჯახში მივიდა და ნ.დ.-ს და მის მეუღლეს ი.ჯ.-ს, ამ უკანასკნელის დედის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
