რამდენიმე წლის წინ, ქუჩის გამოკითხვისას გაკეთებული ინტერვიუს შემდეგ, ძალიან პოპულარული გახდა ერთ-ერთი რესპოდენტი, რომელიც „ბერას ფანის“ სახელითაა ცნობილი.
ახლახანს „ბერას ფანი“, იგივე ლევან ედიბერიძე, „Allnews“-მა იპოვა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ნახეთ, რას საქმიანობს ის და რას ფიქრობს ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
„ – თუ წარმოიდგენდით მაშინ, რომ თქვენი ვიდეო ასეთი დასამახსოვრებელი იქნებოდა და დღეს რა ემოციებით უყურებთ მას?
– მიხარია რომ ხალხი ქუჩაში მცნობს. ეს დამამახსოვრდა ყველა კარგად და მიხარია, რომ ცნობილი გავხდი ამ ვიდეოს მეშვეობით. ჩემი ვიდეო ბოლო დროს „ტიკტოკში“ ძალიან გააქტიურდა და ყველა მცნობს. გარეთაც ხალხი მცნობს და კმაყოფილი ვარ, რომ ხალხს არ დავავიწყდი.
– ისევ თუ უსმენთ ბერას სიმღერებს?
– არა, ბერას სიმღერებს აღარ ვუსმენ.
– იმის მიუხედავად, რომ იშვიათია ადამიანი, ვისაც თქვენი ვიდეო არ უნახავთ, ფაქტობრივად თქვენს შესახებ არაფერი იყო ცნობილი, სახელიც კი. მეც სრულიად შემთხვევით გიპოვეთ სოციალურ ქსელში. გვიამბეთ თქვენს შესახებ, რას საქმიანობთ.
– თბილისში დავიბადე და გავიზარდე. საშუალო განათლება მაქვს მიღებული. არ ვარ დაოჯახებული.
ამჟამად გლდანში ვცხოვრობ. ვმუშაობ სპორტდარბაზში, ხალხს ვავარჯიშებ.
რაც შეეხება პროფესიას, სწავლა არ გამიგრძელებია. ჟურნალისტობა მინდოდა ძალიან, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვახერხე სწავლა. 17 წლიდან ვშრომობ. მშობლებისთვის ფული არასოდეს მომითხოვია. ძალიან დიდ პატივს ვცემ თითოეულ მშრომელ ადამიანს. სანამ ცოცხალი ვიქნები შრომას გავაგრძელებ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც შრომა ეზარებათ…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
