დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, „ნაპოლი“ „ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოწინააღმდეგის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კვარაცხელია და ოსიმენი კონტრშეტევებზე სახიფათოები არიან.
„ხვალინდელი თამაშ საშუალებას გვაძლევს, რომ ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დავასრულოთ. ნაპოლის დამარცხების შემთხვევაში პირველ ადგილს ვინაღდებთ, სწორედ ამიტომ აუცილებლად გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.
პირველი მატჩი დაბალანსებული იყო, კონტრშეტევები კარგად გავანეიტრალეთ, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ მათ ძალიან საშიში ბიჭები: ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, რომელთა შეტევებსაც ბევრი კლუბი ფიზიკურად ვერ უძლებს. ჩვენ მათ უნდა ვუფრთხილდეთ და კონტრშეტევები ისე გავანეიტრალოთ, როგორც წინა მატჩში მოვახერხეთ…“ – კარლო ანჩელოტიმ.
წყარო: belive.ge