3 აგვისტოს შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„უთქვენოდ არ არსებობს სიტყვა “მიყვარხარ” ❤️
სულ ეს მზერა მახსენდება და ცდუნებას ვერ ვუძლებ გავაზიარო.
ერთად უნდა გვეთქვა ყველასთვის …“, – წერს მარიტა კოტე მაისურაძესა და მეგი გუტაშვილთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, მარიტა გუტაშვილმა ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა.
