ასტროლოგები გვირჩევენ, რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე.
ვერძი
– დაგეგმეთ ახალი მიზნები და თავგადასავლები, რომლებიც აგიმაღლებთ მოტივაციას და სტიმულს.
– მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე ან დაიწყეთ ფიზიკური აქტივობა.
კურო
– მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს და გაწერეთ მომდევნო წლის ბიუჯეტი.
– მოამრავლეთ ოთახის მცენარეები – ისინი მეტ სიმყუდროვეს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.
ტყუპები
– დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრები და გააფართოვეთ თქვენი სოციალური წრე.
– დაიწყეთ რაიმე სიახლის შესწავლა ან გაიჩინეთ ჰობი.
კირჩხიბი
– განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ოჯახთან დროის გატარებას და ეცადეთ კოსმეტიკურად მაინც გაარემონტოთ და განაახლოთ სახლი.
– ჩაერთეთ ქველმოქმედებაში და მეტად იზრუნეთ ახლობლებზე.
ლომი
– იფიქრეთ ახალ შემოქმედებით პროექტებზე ან დაკავდით ხელოვნებით.
– მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას და პირად ამბიციებს.
ქალწული
– დააორგანიზეთ საკუთარი ცხოვრება, შეადგინეთ საკითხების სია და გეგმა.
– მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხებს, მისი საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვას.
სასწორი
– ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობას – პარტნიორთან ხარისხიანად გაატარეთ დრო.
– იფიქრეთ საქმესა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვაზე.
მორიელი
– მეტი დრო გაატარეთ განსჯაში, დაამუშავეთ საკუთარი ემოციები და მიზნები.
– დაიწყეთ მედიტაციის და თვითგანვითარების პრაქტიკუმი.
მშვილდოსანი
– შეადგინეთ სამომავლო მოგზაურობისა და აქტივობის გეგმა.
– მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე ან დაკავდით სპორტით.
თხის რქა
– ფოკუსირება მოახდინეთ კარიერულ გეგმებზე და განსაზღვრეთ თქვენი მიზნები ამ მხრივ.
– იფიქრეთ გრძელვადიან გეგმებზე და შექმენით მათი განხორციელების სტრატეგია.
მერწყული
– მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და კოლეგებთან, რათა საფუძვლიანად განიხილოთ ახალი პროექტები და სამუშაო გეგმები.
– შეძლებისდაგვარად ჩაერთეთ სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში.
თევზები
– მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. ჩაერთეთ სულიერი და მენტალური განვითარების პრაქტიკუმში ან შემოქმედებით აქტივობაში.
– შექმენით სიცხადე და წესრიგი საკუთარ ცხოვრებაში იმისათვის, რომ მზად იყოთ ახალი შესაძლებლობებისთვის.
