პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანა ბოსხის ტილოს აგონებს.
„ბოსხის ტილოს მაგონებს უკვე ქვეყანა უფრო ზუსტად, აზელილი ატმოსფერო ცბიერი, დამონებული, მაძღარი და ოდნავ ფხიზლად – შეშინებული და კოვიდის გამო პირბადეებიდან შიშნარევი თვალებით პროკურატურის და სამთავრობო ბრიფინგიდან (ბიძინას წასვლით და ამერიკაში ბაიდენის მოსვლით) „ტონალობაშეცვლილარეული“ ხელისუფლება და ამ ყველაფერს მათ მიერ გაღატაკებული ხალხი რომ უყურებს ტელევიზორებთან, ნეტა მართლა თქვენს ჭკუას ხელისუფლებავ, ნეტა ოდნავ მაინც თუ ვერ ხედავთ სასტიკ მომავალს?!
ახლა რაც მე შევიტყვე გეტყვით რომ: დაგასრულათ „მამამარჩენალმა“! უფრო დეტალურად ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი („ნამეტნავად” ნედლი ამბავია, არ მინდა გადაუმოწმებლად ნათქვამი გამომივიდეს)“- წერს თაკო ჩარკვიანი.