“მშვენიერი ამბავი მაქვს თქვენთვის” – ამის შესახებ ცნობილი მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.
“მშვენიერი ამბავი მაქვს თქვენთვის, ამაღამ ზღვაზე ტალღის სიმაღლე დაიწყებს შემცირებას, აღმოსავლეთში კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.
28 ნოემბრის – შუადღიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და მზე გამოანათებს.
ტემპერატურა ხვალვე არა, მაგრამ ნელნელა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს და უახლოეს დღეებში გაავდრებას აღარ ველოდებით.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”
