facebook-გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„
ბოლო 100 წლის განმავლობაში, ამ წუთებში, შავ ზღვაში ყველაზე ძლიერი ციკლონი და შტორმია, რომელმაც პრობლემები შექმნა როგორც კონტინენტურ უკრაინაში, ისე ყირიმის ნახევარკუნძულზეც.
ოდესაში ძლიერი თოვლის, ქარბუქის და ყინვისგან დაიკეტა ოდესა-კუჩურგანის დამაკავშირებელი ტრასა, მოგლეჯილია ხეები თავად ქალაქ ოდესაში და მიყენებულია ინფრასტრუქტურისთვის ზიანი.
ზაკარპატიის ოლქში, უკრაინის უკიდურეს დასავლეთში ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცა, რამაც პრობლემები შექმნა გზებზე და შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდებაც მუკაჩევოსა და ხუსტში.
სუმსა და კიევში ციკლონს ჯერ არ გამოუწვევია იმ მასშტაბის სირთულეები, რაც უკრაინის 10-მდე ოლქშია, კერძოდ 400-მდე დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ხოლო გზებზე გადაადგილება ან შეფერხებულია, ან საერთოდ აიკრძალა.
რაც შეეხება ოკუპირებულ ყირიმს – 9/10 მეტრის სიმაღლის ტალღებმა გადაუარეს ევპატორიას, სევასტოპოლს და იალტას.
ევპატორიაში ძლიერი შტორმის და ტალღების შედეგად ზღვა ქალაქის სანაპიროზე და მაგისტრალზე შეიჭრა, რის შედეგადაც სრულიად გაანადგურა ოკუპანტების მიერ სანაპიროზე გათხრილი სანგრები და ტრანშეები.
სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ ნავსაყუდელში შტორმის შედეგად ძლიერ დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა და ქალაქს დენი შეზღუდვებით მიეწოდება. სავარაუდოა, რომ დიდი იქნება ზარალი შავი ზღვის ფლოტის მცურავ საშუალებებში.
ძლიერი შტორმის გამო, ასევე რთული სიტუაცია სოჭში და მიმდებარე რაიონებში, მათ შორის, მოსკოვი-სოჭის რეისი ამ დრომდე ვერ ჯდება ადლერის აერპორტში.“
წყარო : world military analytics
