“ახალგაზრდა საბერძნეთის ემიგრანტი გარდაიცვალა…” – სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
“გარდაიცვალა ახალგაზრდა საბერძნეთის ემიგრანტი კობა კვერღელიძე.
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება.
(💔ეს ფოტო როგორი ტკივილიანი გახდა ჩემთვის არცერთი აღარ მყავხართ არც შოთიკო ბოჭორიძე და აღარც შენ💔 ახლა შენ დაგკარგე ძვირფასო კობი ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ💔)
შენს საყვარელ მეუღლეს რა ეშველება უშენოდ?ეს რა თავზარი დაეცი ისედაც ამხელა ტკივილით ცხოვრობდა ჩემი ქეთი ცხოვრებამ ერთადერთი 15 წლის შვილი წაართვა და ამ ტრაგედისს და ამდენი წლის მერე შენმა გამოჩენამ მის ცხოვრებაში სითბო და ნათელი ფერები შემატა და ახლა რა ქნას უშენოდ ჩვენო უკეთილშობილესო? ცხოვრებამ მეუღლეც სამუდამოდ წაართვა💔💔💔 ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, უზომოდ გულკეთილი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. ასეთ შემზარავ სიკვდილს არ იმსახურებდი ეს არ უნდა დაგმართნოდა…
კობი შენ ჩვენთან არ ხარ მაგრამ ჩვენს გულებში ყოველთვის იქნები, ❤ შენი დაკარგვიდან გამოწვეულ ტკივილს ვერავინ დაგვავიწყებს, 🙁 ❤ ყველაზე თბილი ტკბილი და გემრიელი იყავი, ❤ რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარდა და ყველაზე მეტად გვენატრება, 😢 ❤ შენ ხარ ადამიანი რომლის გამოც ყველაფერს გავაკეთებდით ყველას ძალიან ძალიან უყვარდი, ❤ შენ საუკეთესო იყავი და სწორედ ამიტომ წაგიყვანა უფალმა მასთან უფალს ხომ თავისთვის საუკეთესოები უნდა, 🙁 ❤ გვიყვარდი გვიყვარხარ და გეყვარები ყოველთვის და ჩვენს გულებში მუდამ ცოცხალი იქნები. ❤ ❤ 😢 😢
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ქეთევან ჯიგანაძეს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია….
ემიგრანტები!!! ვაი სიშორევ, ძალა არ გვყოფნის ტკივილმა ქვა-კლდედ გადაგვაქცია,
სამძიმარს გითვლით ქართველო ერო, საზღვრებს გარედან ემიგრაცია…”
