საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში, ველაზე ხშირად მოქალაქეები საქართველოდან საზღვარგარეთ საყიდლების მიზნით გავიდნენ.
მათი უმეტესობა განხორციელდა თურქეთში (41,5%), 16% სომხეთში, 14,4% რუსეთში, 14% კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
2023 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა. გასვლების უდიდესი ნაწილი (45.4%) 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. 397.6 ათასი იყო ტურისტული ტიპის ვიზიტი.
