Monday, May 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ფორმით ჩატარდება 2024 წლის ეროვნული გამოცდები

November 24, 2023
რა ფორმით ჩატარდება 2024 წლის ეროვნული გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დამტკიცებული საგამოცდო პროგრამებისა და საგამოცდო ტესტური დავალებების შესახებ, გაავრცელა ინფორმაცია.

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი

2024 წლის საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:

ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა – 16);

წაკითხულის გააზრების შესამოწმებელი 10 არჩევითპასუხებიანი დავალება (მაქსიმალური ქულა – 10);

წერითი დავალება (მაქსიმალური ქულა – 34).

ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

მათემატიკის ტესტი

მათემატიკის საგამოცდო ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისგან, რომელთაგან 37 იქნება არჩევითპასუხებიანი დავალება, 4 კი – ღია, წერითი დავალება.

ღია დავალებებიდან 2 იქნება სამქულიანი, ხოლო 2 – ოთხქულიანი. შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 3 საათი.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

ისტორიის ტესტი

საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:

35 დახურული ტიპის დავალება;

ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით);

ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება;

ისტორიული წყაროს ანალიზი.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 40 წუთი.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

უცხოური ენების ტესტები

უცხოური ენების ტესტებში მოცემული იქნება 6 დახურული დავალება:

მოსმენილის გააზრება;

წაკითხულის გააზრება;

ლექსიკა;

გრამატიკა;

დიალოგის აგება

და 1 ღია დავალება:

წერა (თხზულება), რომლის პირობაც ჩამოყალიბებული იქნება ქვემოთ მოცემული ნიმუშის მსგავსად: “დღეს ბევრი ადამიანი გადადის სოფელში საცხოვრებლად“.

გამოხატეთ თქვენი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით და გაამყარეთ არგუმენტებით.

დავალების პირობაში არ იქნება მოთხოვნა – დაეთანხმეთ ან უარყავით.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 30 წუთი.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა ტრამპსა და “დიფ სთეითს“ შორის. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ” – კობახიძე
  • “ხუთშაბათს მაქვს პროცესი. 99%-ით ალბათ, დამიჭერენ“ – ზურა ჯაფარიძე
  • “ძალიან გვაწუხებს დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია” – ტრამპი ბაიდენის დიაგნოზზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge