Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა – რა მოხდა სასტუმროში, სადაც 11 ადამიანი დაიღუპა

November 24, 2023
„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა – რა მოხდა სასტუმროში, სადაც 11 ადამიანი დაიღუპა

ბათუმში მომხდარი „ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა.

2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულებს შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იყო. 19-მა პირმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

„ვიყავით მე-7 სართულზე რესტორანში ვახშამზე. 8-ს აკლდა ათი წუთი, უეცრად შუქი ჩაქრა და ძლიერი კვამლი შევნიშნეთ. სასტუმროს თანამშრომელმა დაიყვირა – ხანძარიაო! გამოვედით ღია აივანზე. დაახლოებით 15 წუთში დადგა წარმოუდგენელი, შავი კვამლი, საშინელი სუნით, ისეთი, რომ შენობაში შესვლა და კიბით ქვემოთ ჩასვლა შეუძლებელი იყო. ამ დროს დავინახეთ ნომრებიდან ფანჯრებს აღებდნენ ადამიანები და შველას ითხოვდნენ, თეთრ ზეწრებს აფრიალებდნენ, ჩვენ კი ვამხნევებდით. მეხანძრეები მოვიდნენ, მაგრამ თითქმის ორი საათის განმავლობაში ვერ ამოდიოდნენ შენობაში კვამლის გამო. ვცადეთ რესტორნის მინების ჩამსხვრევა, რომ კვამლი გარეთ გასულიყო, თუმცა ვერ მოვახერხეთ. დაახლოებით 10 საათს წუთები აკლდა – ამწე მოვიდა. მეხანძრეებმა ამოაღწიეს და შემთხვევის ადგილიდან გაგვიყვანეს“ – იხსენებდა კახა მიქიაშვილი, რომელიც ხანძრის დროს სასტუმრო „ლეოგრანდში“ იმყოფებოდა.

აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მისი განმარტებით, გამოძიება დაიწყო 243-ე მუხლით, რაც ნიშნავს, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას.

„პირველი მოკვლევით, როგორც ჩანს, ხანძრის კერა იყო სასტუმროს მეოთხე სართულზე, რის შემდეგაც, სამწუხაროდ, მოხდა დაკვამლიანება ერთადერთი გასასვლელი დერეფნის, სადაც არის კიბე. ხალხი იყო ბლოკირებული სასტუმროს მეშვიდე სართულზე. მადლობა, პირველ რიგში მაშველებს, რადგან მათი მამაცი საქციელის გამო შევძელით ადამინების გამოყვანა სასტუმროს მეშვიდე სართულიდან და დაახლოებით ასი ადამიანის გადარჩენა მოვახერხეთ. გამოძიება უნდა იყოს ძალიან ობიექტური და სწრაფი – ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა,“ – ამბობდა გახარიამ.

ამ ტრაგედიის შემდეგ სასტუმრო „ლეოგრანდი“ დაიხურა.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ტემპერატურა მოიმატებს და +32 გრადუსი დაფიქსირდება“ – ცნობილია, როდის გამოიდარებს
  • „გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს…“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • 5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge