ახალი წელი გვიახლოვდება და ალბათ, ისე არაფერი ქმნის სასიამოვნო განწყობას, როგორც ლამაზად მორთული გარემო და გაფორმებული სახლი. ყოველწლიურად, წელიწადის ამ დროს, უამრავი ადამიანი სხვადასხვა აქსესუარს არჩევს და სურს, სახლი კიდევ უფრო გაალამაზოს. დღეს გაგიზიარებთ დიზაინერების 8 რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, განსხვავებული სტილი შექმნათ და სადღესასწაულო განწყობა აიმაღლოთ:
არსებულ დეკორაციებს სადღესასწაულო ელფერი დაამატეთ
განაახლეთ არსებული დეკორი. არ არის საჭირო, ყველა ნივთი ახალი იყოს. შეგიძლიათ, სახლში არსებულ ნივთებს, სხვადასხვა აქსესუარს ბრჭყვიალა სათამაშოები, საახალწლო დეკორაცია დაამატოთ და განსხვავებული სტილი შექმნათ.
მაგალითად, გამოიყენეთ ფერადი ყვავილები, მარადმწვანე ტოტები, გააფორმეთ ფანჯრები, ლარნაკები, თაროები .
არ დაგავიწყდეთ ზემოთ ახედვა
დიზაინერების თქმით, ჭერიდან ჩამოშვებული სხვადასხვა დეკორაცია, აქსესუარი, სათამაშო გასაოცარ განწყობას ქმნის. ამიტომაც, შეგიძლიათ, თავად ჭერზე, ჭაღზე პატარა ფიფქები, სხვადასხვა განათება ჩამოკიდოთ და სასიამოვნო ატმოსფერო შექმნათ.
აირჩიეთ არასტანდარტული მიდგომა
რა თქმა უნდა, როდესაც სახლს ვრთავთ, ძირითად აქცენტს მისაღებ ოთახზე ვაკეთებთ, მაგრამ, რატომ არ შეიძლება, თუნდაც აბაზანაშიც შევიტანოთ სადღესასწაულო აქცენტი? მაგიდის ზედაპირი, ფანჯრები, ასევე შეგიძლიათ, გააფორმოთ და საბოლოო ჯამში, სახლში მყუდრო ატმოსფერო შექმნათ.
შეინარჩუნეთ სიმარტივე
ზოგჯერ გირჩები, ფორთოხლის ნაჭრები, დარიჩინის ჩხირები, პატარა ტოტები იმაზე უკეთ შეიძლება გამოვიყენოთ, ვიდრე შეიძლება, წარმოვიდგინოთ.
განათავსეთ ტკბილეულით სავსე ჭურჭელი
ეს საოცარ ატმოსფეროს ქმნის და სიმყუდროვის განცდას აჩენს. ახალ წელსა და შობას კი ტკბილეული განსაკუთრებით უხდება.
ახალი წლისთვის მაგიდის დეკორი შექმენით
სუფრის დეკორისთვის სხვადასხვა ჩირი, დეკორატიული სანთლები, ლამაზი ხელსახოცები, სათამაშოები გამოიყენეთ.
შეავსეთ ლარნაკები მარადმწვანე ტოტებითა, დეკორატიული ხით
გააფორმეთ, სასურველი სათამაშო, განათებები დაამაგრეთ და ეს კიდევ ერთი საინტერესო ხერხი აღმოჩნდება, რომელიც თქვენს სახლში სიმყუდროვესა და საახალწლო განწყობას შემოიტანს.
გაითვალისწინეთ ის ფერთა პალიტრა, რომელიც თქვენს სახლს შეავსებს
იმისათვის, რომ ჰარმონიული გარემო შექმნათ, გამოიყენეთ ისეთი ფერები და დეკორაციები, რომლებიც სახლის საერთო ინტერიერს უხდება და დაბალანსებულია. ნუ გადატვირთავთ გარემოს და ეფექტურად გამოიყენეთ ის აქსესუარები, რაც უკვე გაქვთ.
წყარო:ბომონდი