“დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული” – საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა.
“დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს , აგრეთვე გულშემატკივარს ძალიან გული დაგვწყვიტა. ვფიქრობ ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი რა თქმა უნდა უდიდესი იქნება პლეი-ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის. ასევე ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე”