„9 წლის იყო თედო ბექაური, როდესაც გაღმა ნაპირში განსახიერებული როლით, მსოფლიომ გაიცნო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა…. დღეს თედოს ცხოვრება არაფრით ჰყავს მის მიერ განსახიერებულ, „გაღმა ნაპირზე” მცხოვრები ბიჭისას. ის უკვე თავად მამაა და ახლა მისი მთავარი ფიქრი და საზრუნავი 2 წლის დემეტრეს მომავალია (რომელიც მამის ორეულია).
ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთელი ბიჭის ცხოვრება, რომ არა ერთი შემთხვევითი შეხვედრა ფილმის რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან. როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს თედო ბექაური, ამ შეხვედრამ მისი ცხოვრება ძირეულად შეცვალა.
– მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია. ყველაფერი ბედნიერი შემთხვევითობის შედეგია. ერთ დღეს, თბილისში, თვალის კლინიკაში ჩამომიყვანა დედამ, სადაც სრულიად შემთხვევით შევხვდი გიორგი ოვაშვილს, რომელსაც შვილები ჰყავდა ექიმთან ვიზიტზე მოყვანილი. ამ შეხვედრამ ჩემი ცხოვრება ძირეულად შეცვალა…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.