Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელი არომატები უხდება ჩაის?

November 21, 2023
რომელი არომატები უხდება ჩაის?

ჩაის მოყვარულისთვის ჩაი არ არის მხოლოდ სასმელი, არამედ გამოცდილება, რომელიც მომზადებულია გრძნობების დასამშვიდებლად. იმისათვის, რომ ეს გამოცდილება იყოს უნიკალური, ჩაისთვის ნაირნაირ არომატს იყენებენ, რომელიც მის გემოს კიდევ უფრო პიკანტურს

არ შეიძლება უარვყოთ, რომ არომატულ ჩაის თავისი ხიბლი აქვს. მისი ნახარში ჩაის მოყვარულისათვის ფინჯნით მორთმეული ბედნიერებაა. სულ ძალიან ბევრი არომატი არსებობს, მაგრამ დღეს ყველაზე გავრცელებულ რამდენიმე მათგანზე გესაუბრებით.

1 – ყვავილების თაიგული

ეს ჩაის ის არომატია, რომელიც თქვენამდე მოიტანს ბაღის ყვავილების სასიამოვნო სურნელს და თავს, წლის ნებისმიერ დროს, თბილ გაზაფხულზე გაგრძობინებთ. ამ ჩაის ხშირად ამზადებენ ვარდის ფურცლებით, ძირტკილას ნაყენით და, როგორც ამბობენ, მათი შერევა შეიძლება შავ და მწვანე ჩაისთან.

გარდა მისი დელიკატური არომატისა, „თაიგული“ ძლიერი ანტიოქსიდანტიცაა.

2 – შავი ჩაი კენკრით

შავი ჩაი კენკრით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არომატია. მისი მომზადება თავადაც შეგიძლიათ და გამზადებულიც იყიდება, როგორც დასაყენებელი, ისე პაკეტების სახით. სასიამოვნო გემოსთან ერთად, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მისი მომზადება შეგიძლიათ მოცვის, მაყვლის, ჟოლოს შერევით და მისი დალევა როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში მოგეწონებათ.

3 – ზაფრანის არომატი

ამ არომატს მომწარო გემო აქვს და მას ხშირად ამატებენ ის ჩაიმოყვარულები, რომლებსაც სანელებლები უყვართ. ზაფრანის არომატს უმეტესად შავ, ცეილონურ ჩაის ურევენ და ეს ნაზავი ქმნის სასმელს, რომელიც ენერგიას ჰმატებს ადამიანს. თუ სანელებლები გიყვართ, მოგეწონებათ სურნელი, რომელიც ამ უჩვეულო ჩაის ყოველ ყლუპს მოჰყვება.

4 – ჟასმინი

ჟასმინის არომატს ძირითადად თეთრ ან მწვანე ჩაიში ურევენ. ეს ღია ოქროსფერი ნაყენი დელიკატური გემოების ნაზავს ქმნის და ორგანიზმს ნაზი სიოსავით ედება. გარდა არაჩვეულებრივი ნელსურნელებისა, ჩაის ეს სახეობა ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, რადგან ჟასმინის ყვავილი გვმუხტავს ენერგიით, ამცირებს სტრესს და ეხმარება გულს.

5 – ჯინჯერი და ვაშლი

ტკბილი და ახალი – ეს განსაზღვრებები ამ არომატს ყველაზე მეტად შეეფერება და გამოხატავს. ჯინჯერს, იგივე ჯანჯაფილსა და ვაშლს, როგორც წესი, მწვანე ჩაის ამატებენ და ეს სამი ინგრედიენტი ერთად სასიამოვნო კომბინაციას გვთავაზობს. ჯანჯაფილის ნაჭრები მატებს ძალასა და არომატს, ხრაშუნა ვაშლი კი სრულყოფილ გემოს ანიჭებს. რჩევა იქნება, რომ თუ ასე მოამზადებთ მწვანე ჩაის, გამოიყენეთ ოდნავ შეგრილებული წყალი და არა მდუღარე, რადგან ის ამწარებს სასმელს.

ჩაის არომატად ხშირად ამატებენ რძეს, ლიმონს, თაფლს ან მურაბასაც. თუ ჩაის სმის კულტურას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს სასმელი თავისი მრავალფეროვნებით ნამდვილად გამორჩევა. იგი თავისუფლად ერწყმის უამრავ მისგან განსხვავებულ არომატს და სასიამოვნო გემოს ქმნის მათთან ერთად.

წყარო:მარკეტერი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge