„თითქმის ეჭვგარეშეა, რომ კასპის აკლდამები აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანების (ალბათ, იბერიის სამეფოს) მეტად დაწინაურებულ, შესაძლოა, მმართველი არისტოკრატიის საგვარეულო ნეკროპოლს წარმოადგენს…
კასპის აკლდამების შესახებ უნიკალურ ცნობებს პროფესორი, არქეოლოგი ნოდარ ბახტაძე გვაწვდის, რომლის წიგნშიც “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“, აკლდამები ვრცლად არის აღწერილი…
– ქვათა კომპლექსის ხუროთმოძღვრული ანალიზის შედეგად ნათელი გახდა, რომ როგორც მისი საერთო სტრუქტურა, ისე ცალკეულ სათავსოთა გეგმარება, საკმაოდ განსხვავდებოდა საქართველოში ჩვენთვის მანამდე ცნობილი კლდის ძეგლებისგან. კომპლექსი, დაახლოებით, ერთი ტიპის სათავსებისგან შედგება, რომლებიც რიგ-რიგობით, დროის გარკვეული შუალედით იკვეთებოდა ერთმანეთის გვერდიგვერდ, მაგრამ აუცილებლად ერთმანეთისაგან იზოლირებულად. ამ სათავსებს საცხოვრებელი დანიშნულებისათვის შეუფერებელი მცირე ფართობი და სიმაღლე აქვს – ზოგიერთ მათგანში ზრდასრული ადამიანი წელში ვერ გაიმართება. ძალზე დაბალი და ვიწროა სათავსებში შესასვლელებიც, რომელთაც ადამიანი დაჩოქილი თუ გაივლის…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
