„გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ თავისი ახალი ფილმისთვის, რომელსაც ტყის ძმებზე იღებდა, მთავარ როლებზე სახელოვანი სპორტსმენები ომარ ფხაკაძე და ლევან თედიაშვილი შეარჩია.
გოგია კენკიშვილი – ლევან თედიაშვილი უნდა ყოფილიყო, ხარება ჯიბუტი – ომარ ფხაკაძე. ჩემპიონებმა კინოსგან და შემოთავაზებისგან თავიდან თავი შორს დაიჭირეს.
“1987 წელს გიორგი შენგელაიამ დასაყოლიებლად ლევან თედიაშვილს კაკაბეთში ჩააკითხა – 6.000 მანეთს მოგცემ ჰონორარსო. იმ დროისთვის ურიგო თანხა არ იყო. ბატონი ლევანი მაშინ ამ სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლდათ. სეიფიდან 8.000 მანეთი გამოუღია და გიორგი შენგელაიასთვის უთქვამს – აი, ბატონო, მე უფრო მეტს მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებეთო…
არც ომარ ფხაკაძეც იყო თანახმა ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ საქმეში ცეკა-ს პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ჩარეულა… მოგვიანებით გიორგი შენგელაიამ თქვა, ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენო,“ – ეს გაზეთ „ლელოს“ ერთ-ერთი სტატიის ამონარიდია…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე
