ახლახანს ცნობილი ქართველი მწერალი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ეხ წაგვექცა ქისტებს დიდი ბერმუხა ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ხასო ხანგოშვილი, ტრაგედიას ტრაგედია დაემატა დიდი ხანი არ იყო რაც ერთადერთი ძე ტრაგიკულად დაეღუპა, იმის ახსნა განმარტებას ვერ შევუდგები თუ რა ვაჟკაცობა გამოიჩინა ხასომ იმ მომენტში.
ძალიან დიდი კაცი დაგვაკლდა არა მარტო ხანგოშვილებს, არამედ მთელ ხეობას მხარი მოგვტეხა.
ხასო იყო ყველა მოსული სტუმრის მასპინძელიც, მიმღებიც და გამცილებელიც, აგრეთვე ქისტებსა და ქართველებს შორის მყარად გადებული ძმობის ხიდი.
ეს წუთისოფელი ხომ ბოლომდე არავის ინდობს მთელი თავის შეგნებული ცხოვრება ავადმყოფობას ებრძოდა თვითონაც შემთხვევის მსხვერპლი გახდა ხიდან ჩამოვარდა და მას შემდეგ ყავარჯნები გახდა მისი ცხოვრების თანამგზავრი, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაუხევია უკან სადაც ხალხს სჭირდებოდა მუდამ იქ იყო, სანამ ადამიანი არსებობს მანამდე არ ვიცით მისი ფასი როცა ჩვენგან მიდის მაშინ გვახსენდება მისი წარსულიც და მის მიერ გაკეთებული საქმეებიც, ხასო ხანგოშვილზე სალაპარაკო ბევრია რომელსაც ტომები არ ეყოფა მისი განვლილი გზა ამისი მაგალითია, მისი შვილები მექა და თუმი ხანგოშვილები იმედია მამის გზას გააგრძელებენ არც აქამდე იყვნენ ეს ქალბატონები პირშავად საქვეყნო საქმესთან.
ვიზიარებ მთელი ხეობის ღრმა მწუხარებას, ამ ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალების გამო მსუბუქი
იყოს მისთვის მშობლიური დუისის მიწა რომელ მიწაზეც ამაყად გულანთებული დაიარებოდა და გულზე უნდა დაეყაროს.
მოზიარენი ვართ ყველანი მისი ოჯახის ღრმა მეუხარებისა ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სპეტაკი სული.
ვეძხილვოლაჩ დაალ ელცამან ვოილვაჰ თხა ჰოომიი ხასუა, ჰო თხუან იაშურგმ ვა”