Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვის გაეზრდება ხელფასი 500 ლარით

November 14, 2023
“12 555 ადამიანს თვეში საშუალოდ 55 ლარის ანაზღაურება აქვს” – საქსტატი

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ცნობით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სრული დატვირთვის პირობებში, თითოეულ მასწავლებელს მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება ხელფასი. აღნიშნულის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„დეკემბრის შუა რიცხვებში, გვექნება ზოგადი განათლების მიმართულებით პრეზენტაცია იმ განახლებული ხედვების და რეფორმების შესახებ, რომლებიც ახლა სამინისტროში მუშავდება. ახლა ვართ ჩართული უშუალოდ მასწავლებლებთან პირადად შეხვედრებსა და კომუნიკაციაში. წინა კვირას თბილისში 700 მასწავლებელს შევხვდი, გვქონდა 3–საათიანი დისკუსია სწორედ ამ საკითხზე. როგორ ფიქრობენ ისინი და როგორ აჯობებს მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მასთან დაკავშირებული სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა.

სწორედ ამ მიზნით, ამ კვირაში ასევე რეგიონებში მაქვს გასვლა. ჩვენ არ გვინდა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთ. საბოლოოდ გვინდა, ყველა მასწავლებელი მეტ–ნაკლებად ჩავრთოთ ამ პროცესში, მოვისმინოთ მათი მოსაზრება და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, უახლოესი ჩემი ორი-სამი კვირა დაეთმობა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში უშუალოდ პირადად მასწავლებლებთან კომუნიკაციას.

საბოლოოდ, იმ სწორ სახელფასო პოლიტიკას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც, პირველ რიგში შედის მასწავლებელებლების ინტერესებში და რომელმაც უნდა მოიტანოს ხარისხიანი განათლების ამაღლებაზე წვდომა. შესაბამისად, ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, იცით, რომ ჩვენი სახელფასო პოლიტიკის ჯამური ბიუჯეტი სახელფასო პოლიტიკის იზრდება. იმ რამდენიმე ვერსიიდან გამომდინარე, რომელზეც ახლა სამინისტროში ვმსჯელობთ, დაახლოებით სრული დატვირთვის პირობებში, თითოეულ მასწავლებელს მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება ხელფასი. დახურულ შეხვედრებზე ამ საკითხს მასწავლებლებთან დეტალურად განვიხილავთ, ახლო პერიოდში გვექნება პრეზენტაცია სადაც დეტალურ სახელფასო პოლიტიკას და სხვა საკითხებს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა ამილახვარმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge