ბოლო დროს, “ინსტაგრამზე” გამოჩნდა ახალი დიეტური კოკტეილები, რომელსაც რეკლამას ცნობილი ქართველი ადამიანები უკეთებენ. უსაფრთხოა სინამდვილეში ეს დიეტა? – როგორც ირკვევა არა. ამას თვითონ ის ადამიანები წერენ, ვინც ეს დიეტა დაიწყეს.
ერთ-ერთ ცნობილ ადამიანებს, შორის რომელსაც ამ ”დიეტური კოკტეილების” რეკლამირება შესთავაზეს ნანუკა ჟორჟოლიანი იყო. მას ერთ თვეში ანაზღაურების სახით 15 000 ლარი შესთავაზეს, თუმცა მათ შემოთავაზებაზე ნანუკამ უარი განაცხადა.
“ვუთხარი, რომ მათ მიერ დასმულ აუცილებელ პირობას, რომ უნდა დამედო ფოტოები, როგორ გავხდი, ვერ შევასრულებდი, ენერჯის ვერაფრით დავლევდი და მიპასუხეს რომ, არაა პრობლემა, თავად გამომიგზავნიდნენ ფოტოებს და მე უნდა დამედო, თითქოს ჩემი შედეგია. მანდ მივხვდი ყველაფერს, სადაც ხმა მიმიწვდება ყველას ვეუბნები, რომ არ ენდონ დაგებულ ხაფანგს!” – წერდა ჟორჟოლიანი.